პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

03 ნოე 2026

პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოსა და ათენის ოფისების წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანმოს ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება და მიდგომები გააცნეს, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

განიხილეს ამ სფეროში არსებული შესაძლებლობები და საქართველოში მათი დანერგვის პერსპექტივები.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობა გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები, ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჟოაო ბრედა, საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და ათენის ოფისის ექსპერტები, რომლებიც ჯანდაცვის მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.