03 ნოე 2026
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა ტელეკომპანია „ტვ პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მოსარჩელე ბერა ივანიშვილი აღნიშნული ტელეკომპანიებისგან მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
„ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხე არიან შპს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ და შპს ტელეკომპანია „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული და არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას.
ბოლო პერიოდია, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ, გარკვეულწილად სინქრონულად და ხმაშეწყობილად, ვრცელდება ციცლისმწაბელური ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურის მხრიდან. ამას არანაირად არ აქვს გამართლება, რადგან ყველა ადამიანს აქვს პატივი, ღირსება და რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსიერი, კომპოზიტორი და მას არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ მაინც ვრცელდება დეფამაციური განცხადებები. მოსარჩელის უფლებაა, ამას დაუპირისპირდეს სამართლებრივად. იმ ადამიანებმა, ვინც ცილისმწამებლური განცხადებები შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს, სამოქალაქო სამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა ასათიანმა.