რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი შეტევა მიიტანეს - ხარკოვის ოლქში დარტყმებს სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა და 8 დაშავდა

02 ნოე 2026

უკრაინის ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, ჰუმანიტარული ოპერაციისთვის დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა.

ექვსდღიანი ზავი მელანია ტრამპისა და რომის პაპის ჩართულობით განხორციელდა. უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ოლეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმით რუსულმა მხარემ საკუთარი ქვედანაყოფების როტაცია შეძლო.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყვეს და მხოლოდ მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში მოქმედებდნენ.

უკრაინული მხარის განცხადებას კრემლში ანალოგიური შინაარსის განცხადება დაუპირისპირეს. მათი შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკრაინის არმიამ ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენა.