კლასიკური მუსიკის მე-19 ფესტივალი ,,მომავლის ვარსკვლავები“ ბათუმელი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა

02 ნოე 2026

ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში, კლასიკური მუსიკის მე-19 ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“ ბათუმელი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.

საკონცერტო პროგრამის პარალელურად, მოწვეული პროფესორების ტრადიციული მასტერკლასებიც ჩატარდა. სემინარები ფორტეპიანოს, ჩასაბერი საკრავებისა და კლასიკური ვოკალის მიმართულებებს მოიცავდა.

ფესტივალი საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვანები მომავლისთვის“ ორგანიზებით გაიმართა.

პროექტს მუსიკოსი ნინა კუპატაძე ხელმძღვანელობს.