02 ნოე 2026, 20:55
2დღეს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დიპლომატები დააჯილდოვეს.
დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარებასა და მისი ეფექტიანობის გაზრდაზე ქვეყნის პირველმა პირებმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ დიპლომატიური სამსახური სახელმწიფოს სახეა.
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღის მნიშვნელობასა და დიპლომატების როლზე ისაუბრეს.
მათი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა.