02 ნოე 2026
პოლიტიკურ წრეებში ევროპაში მიმდინარე აქციებს კიდევ ერთხელ აფასებენ.
ხელისუფლების წევრების განცხადებით, ევროპელი დეპუტატები ამ საკითხზე ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ და ისინი საქართველოს შემთხვევაში რამდენიმე თვის წინ მსგავს პროცესებს ახალისებდნენ კიდეც.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საფრანგეთში თუ ვინმეს უფლება დაირღვევა, საქართველოსგან განსხვავებით, მათ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ამ უფლების დაცვა შეეძლებათ.