02 ნოე 2026
დღეს ქართული დიპლომატის დღეა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ამ დღის მნიშვნელობაზე და დიპლომატების როლზე ისაუბრეს. მათი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა. აღინიშნა, რომ დიპლომატიური სამსახური სახელმწიფოს სახეა.
ქვეყნის პირველმა პირებმა ქვეყნის მთავარ საგარეო პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დიპლომატების დაჯილდოების ცერემონია.