02 ნოე 2026
ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს! ბათუმელმა ბოდიბილდერმა გენო დავითაძემ ესპანეთის ქალაქ სანტა-სუსანაში გამართულ ვორლდ სემი პრო ჩემპიონშიფზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გაგა გოგიაშვილმაც.
ქართველმა სპორტსმენმა 15-23 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, იუნიორ მამაკაცთა ბოდიბილდინგში იასპარეზა.