ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მიზანია უზენაესობის აღსრულება

02 ნოე 2026

ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ადამიანები თუ მოინანიებენ, აღიარებენ, დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპი და დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

„მივესალმები მონანიებას, აღიარებას. ჩვენი დაპირება, ბუნებრივია, ძალაში. ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ჩემთვის ეს მხოლოდ მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენი მიზანი და თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულება. შესაბამისად, ადამიანები თუ მოინანიებენ, აღიარებენ, დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპიც და მეორე მხრივ, ადამიანები დატოვებენ დაწესებულებებს. ეს არის ჩვენი მოწოდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.