ევროპალიგა: "ბეშიქთაში" საშინაო მატჩს ბათუმში გამართავს

02 ნოე 2026

თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, ოფიციალურად დადასტურდა - თურქული საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში“ ევროპალიგის მატჩში ბერ შევას „ჰაპოელს“ ბათუმში უმასპინძლებს. მატჩი 26 ნოემბერს გაიმართება.

უეფა-მ თამაშის სტამბოლში გამართვა უსაფრთხოდ არ მიიჩნია და „ბეშიქთაშს“ სთხოვა ნეიტრალური მოედანი შეერჩია. თურქულმა მხარემ არჩევანი ბათუმზე შეაჩერა.