02 ნოე 2026
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმით, თავიანთი ქვედანაყოფების როტაცია შეძლეს და პოზიციები გაიძლიერეს.
გენშტაბის ცნობით, ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციისთვის დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა უზრუნველყვეს ცეცხლის შეწყვეტა და მხოლოდ მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში მოქმედებდნენ, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის დროს დაფიქსირდა რუსული ქვედანაყოფების როტაცია, პოზიციების გაძლიერება, გზებზე დრონების საწინააღმდეგო დაცვის გაფართოება და ლოგისტიკის, მათ შორის საბრძოლო მასალის მიწოდების ზრდა.