ტრამპის თქმით, არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში ის "მისტერ ვეტო" გახდება

02 ნოე 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა მას "მისტერ ვეტოდ" გადაქცევა მოუწიოს და კონგრესში მათ ყველა წინადადებას დაბლოკავს.


 Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მუდმივი ვეტოები დემოკრატიული პარტიის კონგრესმენებს პრეზიდენტთან "გარიგების დადებას" აიძულებს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის პოსტზე სიამოვნებით იყრიდა კვლავ კენჭს, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, თუმცა კონსტიტუციის ფორმულირება ძალიან მკაცრია.