02 ნოე 2026
გუდაურში ზამთრის სეზონისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, "მთის ტრასების სააგენტომ" კურორტზე სასრიალო ტრასების გაუმჯობესებისა და საბაგიროების ტექნიკური გამართული ფუნქციონირების სამუშაოები ჩაატარა.
უწყების ინფორმაციით, პარალელურად, კობისა და თრუსოს საბაგიროებზე ტექნიკური სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულდა.