02 ნოე 2026
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებების გაფორმება გრძელდება, როგორც ცნობილია ამჯერად პროკურატურას ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საპროცესოს გაფორმების თხოვნით ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ მიმართეს.
სააპელაციო სასამართლოში პროცესი ამ საქმეებზე რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.
პროცესებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრალდებულების ნაწილის მიმართ, რომელთაც დანაშაული აღიარეს, სახელმწიფომ ჰუმანური ნაბიჯი გადადგა, თუმცა ასევე ამბობენ, რომ ნაწილი კვლავ რჩება გარე ძალების გავლენის ქვეშ.