02 ნოე 2026
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა, მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
ბათუმი არენაზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე ლევან შენგელიამ გაიტანა.
ამრიგად, 31 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, „დინამო ბათუმი“ სატურნირო ცხრილს 59 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, თბილისის „იბერიას“, სამი ქულით უსწრებს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, სტუმრად, „სპაერის“ წინააღმდეგ გამართავს.