პოლიციამ მარნეულში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

02 ნოე 2026

პოლიციამ მარნეულში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.