პარიზში, Carrousel du Louvre-ის საგამოფენო სივრცეში, Art Shopping-ის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრები საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მოექცა

02 ნოე 2026

საფრანგეთში, პარიზში, Carrousel du Louvre-ის საგამოფენო სივრცეში, Art Shopping-ის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრები საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით განხორციელდა და ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 9 ქართველი ქალი მხატვრის 32 ნამუშევარი.

ექსპოზიციამ, რომელმაც სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები გააერთიანა, დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და სამი დღის განმავლობაში 10 000-მდე ვიზიტორი მიიზიდა.

ქართველი ხელოვანებისთვის Art Shopping-ში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს კულტურულ დიალოგს, საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებას და ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.

გამოფენის ოფიციალურ გახსნას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ირაკლი ყურაშვილი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

Art Shopping-ში 500-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობდა. ღონისძიებას სამი დღის განმავლობაში 100 000-მდე ვიზიტორი ჰყავს.

ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.