02 ნოე 2026
სენეგალში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს.
პირველ საკვალიფიკაციო დღეს, "გუნ შუს" დისციპლინაში, გვანცა ქარჩავამ მესამე ადგილი მოიპოვა.
თამაშებში 205 ქვეყნის 2 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 13 ქართველია. ჩვენი სპორტსმენები 9 სახეობაში ასპარეზობენ.
ოლიმპიურ სოფელში, ქართველ სპორტსმენებს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკის გენერალური მდივანთან ერთად შეხვდა.
აფრიკის კონტინენტი ოლიმპიურ თამაშებს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. თამაშები 13 ნოემბერს დასრულდება.