01 ნოე 2026
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, თეირანს იმედი აქვს, რომ კონფლიქტის მოგვარება დიპლომატიური გზით იქნება შესაძლებელი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვისთვისაც მზად არის.
არაღჩის თქმით, შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვაზეა დამოკიდებული.
მისი განმარტებით, თეირანი ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური გამოსავლის მისაღწევად, თუმცა სხვა სცენარებისთვისაც მზადაა.
„მივაღწევთ თუ არა შეთანხმებას, დამოკიდებულია ბევრი კითხვის პასუხზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ განხილულა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და იმედი გვაქვს მეორე მხარეს ეყოფა გონიერება, დიპლომატია აირჩიოს, თუმცა სხვა ვარიანტებისთვისაც სრულად მზად ვართ. ჩვენ მზად ვართ საკუთარი თავის დასაცავად და, ამავდროულად, მზად ვართ დიპლომატიისთვისაც. ამერიკელების გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევენ“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
ცნობისთვის, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის წარმომადგენლები დოჰაში კატარის შუამავლებთან უკვე მესამე დღეა, მოლაპარაკებებს მართავენ. „როიტერის“ წყაროს ცნობით, პროცესი ვაშინგტონთან კოორდინაციით მიმდინარეობს.