01 ნოე 2026
,,მომავლის ვარსკვლავები“ - ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლაში, კლასიკური მუსიკის მე-19 ფესტივალი მიმდინარეობს.
მეორე საფესტივალო დღეს გალა კონცერტი ჩატარდა, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ახალგაზრდა შემსრულებლები იყვნენ ჩართულები.
საკონცერტო პროგრამის პარალელურად, მიმდინარეობს მოწვეული პროფესორების ტრადიციული მასტერკლასები.
სემინარი ფორტეპიანოს, ჩასაბერი საკრავებისა და კლასიკური ვოკალის მიმართულებით ტარდება. ტრადიციული საკონცერტო ციკლის მიზანი კლასიკური მუსიკის პედაგოგებისა და მოსწავლეების დაახლოებაა.
ფესტივალს საქართველოს ხელოვანთა კავშირი ,,ხელოვანები მომავლისთვის“ და მუსიკოსი ნინა კუპატაძე ხელმძღვანელობს.
ფესტივალი, ხვალ, ბათუმელი შემსრულებლების კონცერტით დაიხურება.