სანდრო ბაზაძე ჩინეთში გამართული ფარიკაობის მასტერსის ჩემპიონია

01 ნოე 2026

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, სანდრო ბაზაძემ კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

"ზედიზედ მესამე ოქრო - სანდრო ბაზაძე ჩინეთში გამართული საერთაშორისო ფარიკაობის მასტერსის ჩემპიონია. ქართველმა მოფარიკავემ, ფინალში, მასპინძელი შიაო ლინი 15:3 დაამარცხა და სეზონის მესამე ოქრო მოიპოვა", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.