საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

01 ნოე 2026

ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდური ასპარეზობა იმართება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ან უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.