ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

01 ნოე 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო აეროპორტში ის მამამ, ბიძინა ივანიშვილმა გააცილა.

"ტვ პირველის დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს", - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.