01 ნოე 2026
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახური (MI6) „მტრულ ჯგუფად“, საზღვაო და საჰაერო ძალები კი „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ გამოაცხადა.
უწყებაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თეირანის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის „მტრული და უკანონო ქმედებები“ დაგმეს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მთავრობის ირანის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ქმედებები ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, კერძოდ კი, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ უკანონო ზომების გამოყენების აკრძალვის პრინციპებს.