01 ნოე 2026
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი დროით 20:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაპატიმრებების რაოდენობამ 511 შეადგინა.
ამასთან, მედიის ცნობით, მარსელში ფეხსაცმლის მაღაზიის ძარცვის მცდელობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს. ბუშ-დიუ-რონის პრეფექტურის პოლიციის ცნობით, აღნიშნული პირები ქალაქში Foot Locker-ის მაღაზიის საწყობებში შეღწევის მცდელობისას აიყვანეს.
ფრანგული მედიის ცნობითვე, 24 ოქტომბრის აქციაზე ქვეყნის მასშტაბით 1 314 პირი დააკავეს, ხოლო 17 ოქტომბერს — 2 628.