საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოკრივე საბა მარკელიასა და ნიკოლოზ პაპავას შეხვდა

01 ნოე 2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოკრივე საბა მარკელიასა და ნიკოლოზ პაპავას შეხვდა. მინისტრმა მათ ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტაილანდურ კრივში ქართველმა სპორტსმენმა საბა მარკელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია.

საქართველოსთვის 18-წლამდელთა შორის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეს პირველი მოპოვებული მედალია. მოკრივე ნიკოლოზ პაპავამ კი ტაილანდურ კრივში, ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა. მის მიერ მოპოვებული მედალი ასევე ისტორიული შედეგია.

ქართველმა მოკრივემ ეს მედალი სენიორებს შორის 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიმსახურა.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი დავით ქირია და ნაკრების მწვრთნელები.