დინამო არენასთან თბილისის „დინამოს“ სამი ლეგენდარული ქართველი კაპიტნის ვარსკვლავი გაიხსნა

01 ნოე 2026

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დინამო არენასთან, ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ, თბილისის „დინამოს“ სამი ლეგენდარული ქართველი კაპიტნის - მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძის და ალექსანდრე ჩივაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები, მსახიობები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები.

მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე და ალექსანდრე ჩივაძე თბილისის „დინამოს“ კაპიტნები გასული საუკუნის 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში იყვნენ და გუნდის ყველაზე დიდი წარმატებების მონაწილეები გახლდნენ.