01 ნოე 2026
სენეგალში, აბდულაი ვადეს სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
„დაკარი 2026-ის“ გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ - მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი.
გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ესწრებოდნენ.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქი დაკარი უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობს 205 ქვეყნის 2 655 სპორტსმენი, შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 25 სახეობაში.
საქართველოდან ოლიმპიურ თამაშებში სულ 13 სპორტსმენი იასპარეზებს სპორტის 9 სახეობაში - მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა.