აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მუსიკალური საღამო "ნუშის ფანტელი" მოეწყო

01 ნოე 2026

,,ნუშის ფანტელი“ - ამ სახელწოდებით კიდევ ერთი მუსიკალური საღამო მოეწყო სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

მსმენელის წინაშე, ამჯერად, მომღერალი დათო შანიძე, რომა რცხილაძე და ლაშა ღლონტი წარსდგნენ. შესრულდა დათო შანიძისა და რომა რცხილაძის ცნობილი და აქამდე უცნობი საავტორო სიმღერები.

მუსიკალური საღამო გაფორმებული იყო სპეციალურად შექმნილი ვიდეოარტის ელემენტებით.

ღონისძიებაში ჩართული იყო ტრიო ,,სამანი“, რომელმაც კონცერტის მთავარ მონაწილეებთან ერთად, რამდენიმე კომპოზიცია შეასრულეს. 

მუსიკალური საღამო აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.