გერმანიის დიდ ქალაქებში დემონსტრაციები გაიმართა - აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ხარჯების გაძვირებას აპროტესტებენ

01 ნოე 2026

გერმანიის დიდ ქალაქებში დემონსტრაციები გაიმართა. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ხარჯების გაძვირებას აპროტესტებენ.

ფრანკფურტში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. გავრცელებული ცნობით, აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინები და „მოლოტოვის კოქტეილები“ გამოიყენეს.

სამართალდამცველებმა ფრანკფურტის ერთ-ერთი ცენტრალური სავაჭრო ქუჩა გადაკეტეს და დაკავებები დაიწყეს.

ფრანკფურტის გარდა, ვითარება დაიძაბა ბერლინშიც, სადაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებსა და მეხანძრეებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის გამოც დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.