შს სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში გრძელდება - მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯს ეწვია

01 ნოე 2026

შს სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯს ეწვია და მის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

ალექსანდრე დარახველიძემ მასპინძელ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის საქმიანობასაც გაეცნო.