01 ნოე 2026
შეფასებების თემაა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ საქართველოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვის კრიტიკა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროპაში 150-მდე პარტია აიკრძალა და ამ საკითხს კრიტიკა არავის მხრიდან მოჰყოლია.
როგორც უმრავლესობაში ამბობენ, საქართველოს შემთხვევაშიც პროცესი სამართლებრივად გამართულია, თუმცა არსებობს მიკერძოებული ინტერესი, რადგან პარტიები, რომელთა წინააღმდეგაც დავა გრძელდება, უცხო ქვეყნის დავალებებს ასრულებენ.