ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი დაიწყო

31 ოქტ 2026

„მომავლის ვარსკვლავები“- ბათუმში, ზაქარია  ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში, კლასიკური მუსიკის მე-19 ფესტივალი დაიწყო.

პირველ საფესტივალო დღეს კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გაიმართა. ახალგაზრდა მუსიკოსებმა, ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, მაესტრო რეზო ჯავახიშვილის დირიჟორობით დაუკრეს.

ფესტივალი 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და საკონცერტო პროგრამის პარალელურად, მოწვეული პროფესორების ტრადიციულ მასტერკლასებს უმასპინძლებს. მასტერკლასები ფორტეპიანოს, ჩასაბერი საკრავებისა და კლასიკური ვოკალის მიმართულებით ჩატარდება.

ფესტივალს საქართველოს ხელოვანთა კავშირი „ხელოვანები მომავლისთვის“ ხელმძღვანელობს. პროექტის დირექტორი, მუსიკოსი და პრეზიდენტის ღირსების ორდენის კავალერი ნინა კუპატაძეა.