"სიღნაღობა 2026" - ფესტივალი სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე იზეიმეს

31 ოქტ 2026

"სიღნაღობა 2026" - ფესტივალი სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე იზეიმეს.

ადგილზე გამოფენილი იყო ტრადიციული ფოლკლორული სამოსი, ისტორიული ნივთები. მოეწყო კულინარიული მასტერკლასები.

ფესტივალის ფარგლებში, ქალაქში თემატური დეკორაციები განთავსდა, ადგილობრივრი მეწარმეების მიერ მოეწყო გამოფენა-გაყიდვა.

სპეციალური სივრცეები იყო გამოყოფილი სპორტული და საბავშვო აქტივობებისთვის.

სახალხო დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო. შალვა პაპუაშვილი სიღნაღში დეპუტატებთან ერთად ჩავიდა. სიღნაში, ასევე, იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი.

საღამო გალაკონცერტით დასრულდა.