თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

31 ოქტ 2026

ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ბერძენი გიორგიოს კუგიუმციდისი დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს შეჯიბრებაზე პირველი მედალი მოუტანა.

ხვალ, პირველ ნოემბერს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის მირიან მაისურაძე (92 კგ) იჭიდავებს.