კალიფორნიის ქალაქ ფეირფილდში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,  ექვსი დაშავდა 

31 ოქტ 2026

კალიფორნიის ქალაქ ფეირფილდში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცველები სავაჭრო ცენტრში, მაღაზია „სპირით ჰელოუინში“ მომხდარი სროლის შესახებ მიღებული შეტყობინების შემდეგ  მივიდნენ. ინციდენტი ადგილობრივი დროით 20:30 წუთზე მოხდა.

 დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიცია დაშავებულთა ვინაობას არ ასახელებს.

ასევე უცნობია, თუ ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. "ამჟამად შემთხვევის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს" - განაცხადა პოლიციის უფროსმა.