საფრანგეთი საპროტესტო აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება - ხელისუფლება საზოგადოებას შესაძლო ძალადობრივი აქტების შესახებ აფრთხილებს

31 ოქტ 2026

ტრიუმფალურ თაღთან და პარიზის სხვა ადგილებში პოლიციისა და სამხედრო დანაყოფები პატრულირებენ.

საფრანგეთი საპროტესტო აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება. ხელისუფლება  საზოგადოებას  შესაძლო  ძალადობრივი აქტების შესახებ აფრთხილებს. 

დღეს ხელისუფლების მიერ ნებადართული ერთადერთი ოფიციალური მარშრუტი ქალაქის ცნობილი ღირსშესანიშნაობებისგან მოშორებით გადის.

ოფიციალური პირები ცდილობენ, თავიდან აიცილონ არეულობა, ვანდალიზმი და ძარცვა, რაც 17 ოქტომბრის საპროტესტო აქციებს ახლდა თან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული.

დემონსტრანტები მოითხოვენ როგორც საშუალო სკოლებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ცხოვრების გაძვირებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.