ოლეშკიდან ევაკუირებულთა ნაწილი ბელარუსში ჩაფრინდა

31 ოქტ 2026

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოქალაქეები ბელარუსის ქალაქ გომელში ოთხი თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.

ამის შესახებ  უკრაინის პარლამენტის  ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს.

რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებით ბელარუსში ანაპიდან ოლეშკის ის ყველა მკვიდრი ჩავიდა, რომლებმაც უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტეს. ევაკუაცია პარასკევს განხორციელდა.

 "ბოლო, მეოთხე თვითმფრინავი გომელში დაეშვა. სულ რამდენიმე საათში ოლეშკიდან ევაკუირებული ყველა უკრაინის მოქალაქე, უკრაინულ დელეგაციასთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე იქნება“, - აცხადებს არახამია. 

ევაკუირებულები გომელიდან უკრაინის საზღვრამდე ავტობუსით გაემგზავრებიან.