"ქართული ოცნება" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პასუხობს

31 ოქტ 2026

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ის საქართველოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვებს აპროტესტებს, "ქართული ოცნება" ეხმაურება და აკრიტიკებს.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ უკრაინის რადას დეპუტატის მიკიტა პოტურაევის შეფასება, რომელმაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვაში მიიღო მონაწილეობა, არასერიოზულია.

მმართველ გუნდის შეფასებით, რადას დეპუტატი, რომელიც მხარს უჭერს სააკაშვილს, ითხოვდა მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით კი უცხოური აგენტურის მხარდაჭერაც ცდილობს.

"ეს ადამიანი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებებს უჭერდა მხარს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით. 

საერთო ჯამში, 22 პარტიაა აკრძალული უკრაინაში. [იკიტა პოტურაევი] საერთოდ არ იყო აღშფოთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის - დამნაშავისა და "მაოხრებელი გზირის" გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით. ამ რეალობას თუ ვინმე დაიჯერებს, დიახ, ასე იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე დემოკრატიის შუქურაა, როგორც გვასაღებდნენ 2004-2012 წლებში და ამ ადამიანის პარტიების აკრძალვა, თურმე დემოკრატიის უკუსვლაა. ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად ვერ იქნება ანტიდემოკრატიული ჩვენს ქვეყანაში, რა თანამდებობის პირმაც არ უნდა სცადოს უცხოეთიდან ამ განცხადებების გაკეთებაა, ან მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა", – აცხადებს არჩილ გორდულაძე.