3-7 ნოემბერს ხორვატიის ქალაქი პორეჩე მაგიდის ჩოგბურთში ევროპის სასკოლო ჩემპიონატს უმასპინძლებს 

31 ოქტ 2026

3-7 ნოემბერს ხორვატიის ქალაქი პორეჩე ევროპის სასკოლო ჩემპიონატს უმასპინძლებს მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სასკოლო ოლიმპიადების სამგზის გამარჯვებული, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მაგიდის ჩოგბურთელ გოგონათა გუნდი.

ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ლანა აბულაძე, ლიზი მელაძე, ელენე კოჩალიძე და ლანა მელაძე დაიცავენ.

ახალგაზრდა სპორტსმენებს აჭარის სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს და წამრატება მიულოცეს.  საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ  სპორტსმენებს ახალი ეკიპირება გადასცა.