ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს 13 სპორტსმენი წარადგენს

31 ოქტ 2026

ნოემბერში სენეგალის დედაქალაქი დაკარი მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს, რომელშიც 205 ქვეყნის 2655 სპორტსმენი სპორტის 25 სახეობაში იასპარეზებს.

ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველო სპორტის 9 სახეობაში - მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა, 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ამათგან ოთხი ჩვენი რეგიონიდან, აჭარიდან იქნება.

მედლებისთვის იბრძოლებენ მშვილდოსანი დავით ბასილაძე, მძლეოსანი ნინო გოგიტიძე, რომელიც 200 მეტრ დისტანციაზე სირბილში იასპარეზებს და ქვიშაზე მოჭიდავეები ლუკა მახარაძე და ბოგდან კვანტალიანი.

აჭარის სპორტის სამინისტროში ახალგაზრდა ოლიმპიელებს სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები შეხვდნენ და მომავალ სპორტულ ფორუმზე წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დიეგო ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. აქამდე გამართულ სამ ოლიმპიადაზე კი ქართველების მონაგარი 1 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.