31 ოქტ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები „საქართველოს სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოვა.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სპორტის სფეროში გაწეული განსაკუთრებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ ეს ჯილდო სპორტის სფეროში მათ მიერ გაწეული საქმიანობისადმი დიდი პატივისცემის და მადლიერების გამოხატულებაა.