31 ოქტ 2026
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ.
მოისმინეს რეაბილიტაციის პროექტის დეტალები და ისაუბრეს სამუშაოების დასრულების სავარაუდო პერიოდზე.
ჭიათურის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
სამუშაოები ისტორიული შენობის ინფრასტრუქტურის სრულყოფას, შენობების მდგრადობის უზრუნველყოფას და თეატრალური სივრცის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.