სირიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

31 ოქტ 2026

შვიდი ადამიანის, მათ შორის ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ძლიერმა წყალდიდობამ სირიის დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში.

დაშავებულია 7 ადამიანი.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  სირიის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობებმა პროვინციები - რაქა, დეირ-ეზ-ზორი და ჰასაკა, ასევე ალეპოს ნაწილი დატბორა, დააზიანა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტა გზები, მოსახლეობას კი საცხოვრებელი სახლების დატოვება აიძულა.

სტიქიის ზონაში შეფერხებულია  ტრანსპორტის მოძრაობა და კავშირგაბმულობა. ძლიერი ნალექის გამო ჩამოინგრა შვიდი წყალგამტარი ნაგებობა, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა.

რაქაში, ჰასაკასა და დეირ-ეზ-ზორში სასწავლო პროცესი შეჩერდა, სინოპტიკოსები კი აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ არასტაბილური ამინდი შესაძლოა შაბათამდე გაგრძელდეს.