31 ოქტ 2026
ფლორიდაში გამართულ წინასაარჩევნო შეკრებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიჩიგანის შტატიდან სენატის დემოკრატ კანდიდატს „ჯიჰადისტი“ უწოდა, ხოლო ტეხასელ ოპონენტს „ვეგანი“.
მან რესპუბლიკელებს მოუწოდა, 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე დარჩენილ ბოლო დღეებში იაქტიურონ.
„აბდული ჯიჰადისტია“, განუცხადა ტრამპმა შეკრებილებს მიჩიგანის შტატიდან სენატის კანდიდატ აბდულ ელ-საიედის შესახებ საუბრისას. მან ასევე აღნიშნა, რომ ებრაელი და ფერადკანიანი ამომრჩევლები, რომლებიც მას უჭერენ მხარს, „ჭკვიანები არ არიან“.
ტრამპმა მსგავსი ბრალდებები დემოკრატ ელ-საიედის მიმართ 25 ოქტომბერს, მიჩიგანის ქალაქ პორტ-ჰურონში გამართულ შეკრებაზეც გააჟღერა. ელ-საიედმა უარყო რაიმე სახის კავშირი ორგანიზაცია „მუსლიმ ძმებთან“.
მან ტრამპის განცხადებებს „სულელური“ უწოდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის მიზანია, „ხელი შეუშალოს ამერიკის მოძულე კომუნისტებს აშშ-ის კონგრესზე კონტროლის მოპოვებაში“.