31 ოქტ 2026
ჰორმუზის სრუტეში ოთხი ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მასში აღნიშნულია, რომ გემები იმ მარშრუტებით გადაადგილებას ცდილობდნენ, რომლებიც, ირანული მხარის განმარტებით, არასანქცირებული იყო.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომლებზეც, როგორც ირანული მხარე აცხადებს, ჩანს ომანის ყურეში მოძრავი ნავთობტანკერი „რიტი“, რომლიდანაც კვამლი ამოდის.
ირანის რევოლუციის გვარდიის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ნავთობტანკერი, რომელსაც 2 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, ნაღმს შეეჯახა, რასაც ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ დაადასტურა, რომ ნავთობტანკერს დაუდგენელი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა მოხვდა. ომანის სამეფო საზღვაო ძალების განცხადებით, სავაჭრო გემ „რიტიზე“ თავდასხმის შემდეგ, ეკიპაჟის 25 წევრის ევაკუაცია მოხდა.