პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ სპეცრაზმია მობილიზებული

31 ოქტ 2026

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ მომიტინგეები და სპეცრაზმი მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარე ულტრამემარჯვენე ბოგდან სვიეჩკოვსკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე  უმაღლესი სასამართლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, ტრიბუნალის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს უფლებამოსილება ერთი თვით შეუჩერდათ.

 ამ პერიოდში დაწესებულებას მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკა უხელმძღვანელებს.

 მემარჯვენე პოლიტიკოსებმა ტუსკის მთავრობა სასამართლოს წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულეს.

საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულმა ხანგრძლივმა დავამ ფაქტობრივად ამ ინსტიტუტის პარალიზება გამოიწვია, რადგან ევროკავშირის მხარდამჭერი მთავრობა და ნაციონალისტი პრეზიდენტი უარს ამბობენ ერთმანეთის მიერ დანიშნული პირების აღიარებაზე.

პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სენეგალში ვიზიტი შეწყვიტა და პოლონეთში დაბრუნდა.