31 ოქტ 2026
ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - ახსნა-განმარტებების ეტაპი დასრულებულია. 9 ნოემბრიდან პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
ოპოზიცია რვა სხდომის განმავლობაში ცდილობს 7 წევრიანი მოსამართლეთა კოლეგია დაარწმუნოს, რომ "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის მიზანიც ქვეყანაში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა, პოლიტიკურად მოტივირებულია.
სახელისუფლებო პარტიისთვის კი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესები საკონსტიტუციო სარჩელში შეყვანილი 5 პოლიტიკური ძალის მორიგი ლუსტრაციაა.
"ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობა ოპოზიციისთვის კრახით დასრულდება. პარალელურად ისმის კრიტიკა უცხოელი პარტნიორებისგანაც.