აჭარის მთავრობის სხდომა - ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოებასა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრა

31 ოქტ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუჯეტის შესრულება, 2027 წლის პრიორიტეტები და მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს.

მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოებასა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრა.

 უწყების ინფორმაციით, რეგიონში გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების, ფრენებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები.

 ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია ტურიზმის განვითარებამ მოსახლეობას შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში შეუქმნას. მაღალმთიან აჭარაში ზამთრის სეზონისთვის მზადება- გზების და კომუნიკაციების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. 

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მზადების პროცესსა და მოსავლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებზე, რომლის ფარგლებშიც, რეგიონში უახლოეს პერიოდში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.