30 ოქტ 2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის დირექტორს, ილჰამ ასგაროვს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს.